სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვებში სიმსივნე გააქრეს

თაგვი

სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ლაბორატორიულ თაგვებში სიმსივნის უჯრედები აბსოლუტურად გაანადგურეს, ორი პრეპარატის ინექციით, რომლებიც ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს.

შავი ჩაი ასკილით

რა “ვაქცინა” გამოიყენებს მკვლევარებმა?

მეცნიერებმა ორი ტიპის ნაერთის კომბინაცია მოახდინეს. პირველი – CpG ოლიგონუკლოტიდი (რომელიც დნმ-ის ფრაგმენტია) უკავშირდება თოლ რეცეპტორს TLR9. TLR9 ააქტიურებს OX40 რეცეპტორს ტ ლიმფოციტის მიმართ. ეს რეცეპტორი უზრუნველტობს T უჯრედების გაყოფასა და გადარჩენას, ასევე ციტოკინების-პეპტიდის მოლეკულების წარმოებას, რომლებიც უჯრედებს შორის ურთიერთქმედებას არეგულირებენ.

მეორე აგენტი პრეპარატი – OX40-ის ანტისხეულია. ეს კომპონენტი ტ უჯრედების სტიმულირებას ახდენს, რაც სიმსივნეზე თავდასხმას იწვევს.

მას შემდეგ რაც „ნარევი“ სიმსივნეში ამოქმედდება, ნივთიერება ააქტიურებს მხოლოს ტ ლიმფოციტებს, რომელიც მასთან არის დაკავშირებული. ერთი ინექციისთვის პრეპარატის მიკროგრამია საჭირო.

როგორ მიმდინარეობდა კვლევა?

კვლევაში 90 თაგვი მინაწილეობდა, რომელთა ორგანიზმში ხელოვნურად წარმოქმნეს ლიმფოები.

თითოეულ თაგვს ორი სიმსივნე ჩამოუყალიბდა – მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ცხოველებს ინექცია მხოლოდ ერთ სიმსივნეზე შეუყვანეს. ინექციის შემდეგ სიმსივნეებმა შემცირება დაიწყო. 90 თაგვიდან 87-ში მკურნალობის პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ამავდროულად, შემცირდა არა მხოლოდ ის სიმსივნე, რომლის მიმართაც იქნა ინექცია გაშვებული, არამედ მეორე სიმსივნეც. დარჩენილ სამ თაგვს მკურნალობის მეორე მცდელობამ უშველა.

როგორც სტენფორდის მეცნიერების კვლევაშია აღნიშნული, თაგვების სხეულში შეყვანილი “ბაქცინის” შემადგენელი აგენტის გავლენას ადამიანის სხეულზე ჯერ კიდევ სჭირდება ბოლომდე შესწავლა.

“ნიუპოსტი”

loading…

პოპულარული

"ტაქსი გამოვიძახე და უმანქანოდ მოვიდა, ფეხით ჩამოვირბინე, მანქანა ჩემ შვილს ვათხოვე, მალე მომიყვანენო" - ბექა ჭანკვეტაძე
"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია უკიდურესად უარყოფითი იქნება - პუტინი
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი