“სტაბილურად ნეხვში თუ ზიხარ, კარგი არ არის”

ჯაფარა

პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სტაბილურად “ნეხვში” ჯდომა კარგი არ არის. ასე გამოეხმაურა იგი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მან არჩევნების მეორე ტურში ხმა ქვეყნის “სტაბილურობასა და მშვიდობას” მისცა.

“დაბრუნებულები არიან შევარდნაძის პერიოდში, როცა კორუპციაში ვიხრჩობოდით, არანირი პერსპექტივა არ არსებობდა და მართლა გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით. მაშინ ჰქონდა შევარდნაძეს ეგ მესიჯი, რომ მთავარია სტაბულურობა იყოს და მეტი არაფერიო. სტაბილურობა კარგია, მშვიდობა კარგია, ცხადია, მაგრამ წუმპეში ჯდომას არანაირი აზრი არა აქვს. სტაბილურად ნეხვში თუ ზიხარ, ეგ კარგი არ არის. იქიდან უნდა ამოძვრე და ახლა ეს ქვეყანა არის ამოსაძვრენი. ახლა ამ არჩევნებზე იყო მაგის შანსი”, — განაცხადა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.

დაწერე კომენტარი