სრული კარანტინი საქართველოში_საღამოს 21 საათიდან დილის 9 საათამდე მხოლოდ აფთიაქები იფუნქციონირებენ

ხვალ დილის 8საათიდან საქართველოში კარანტინი გამოცხადდება. ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. როგორც ის ამბობს ამჟამად მოქალაქეთა ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია სწორედ ამიტომ საღამოს 21 საათიდან დილის 9 საათამდე მხოლოდ აფთიაქები იფუნქციონირებემ. რაც შეეხება საეკლესიო დღესასწაულებს მან თქვა, რომ არაფერია იმაზე დიდი ფასეულობა, არც ეკლესიისთვის და არც მთავობისთვის, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე. ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების შედეგად ბევრმა ეკლესიამ წესები დააწესა და მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს.


“სრული კარანტინი, ე.წ კომენდატის საათი ნიშნავს, რომ 21 საათიდან დილის 6 საათამდე ფუნქციონირება შეეძლებათ მხოლოდ აფთიაქებს – სხვას არაფერს”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე, აღდგომის ლიტურგიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს საეკლესიო დღესასწაულებთან დაკაშვირებით.

გახარიას შეფასებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ ესაა ის “მინიმუმი”, რისი გაკეთებაც და დათმობაც მთავრობას შეეძლო, იმისთის, რომ არ გამოცხადებულიყო საყოველთაო კარანტინი.

“კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა წესები, ჩვენ კომუნიკაციას გავაგრძელებთ. მაგრამ უნდა გავითვალისწონოთ, რომ მთავრობის პასუხიმგებლობაა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ვართ დარწმუნებულები, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. იმიტომ, რომ მე, როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის.”, – თქვა გახარიამ.

loading...

პოპულარული

"დაახლოებით კაკლის ზომის სეტყვა იყო" - სტიქიამ ქალაქი თელავი და რამდენიმე სოფელი დააზარალა (ფოტო, ვიდეო)
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
ვაშინგტონი მოსკოვს ემუქრება: რუსეთმა 1 მილიარდის ყალბი ლიბიური ბანკნოტები დაბეჭდა
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების დიდი შეკრება კანონიერი ქურდის საფლავზე - ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ისტორია - რეპორტაჟი ოკუპირებულ აფხაზეთიდან
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი