“სრულად ვაღიარებ…” – მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი

მშობლები მკვლელობაში ბრალდებული

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი ბრალს აღიარებს. სასამართლო მის აღკვეთის ღონისძებაზე მსჯელობს.

cyc

“სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას”. – ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თქვა მან სასამართლო პროცესზე.

ბეროზაშვილმა ასევე თქვა, რომ დაკავებამდე რუსთავში უბნის უფროს გამომძიებლად მუშაობდა.

შეგახსენებთ, ვაზისუბანში კორპუსში ხანძარი 27 აპრილს გაჩნდა – მაშველებმა სახლიდან 2 ადამიანის ცხედარი გამოიყვანეს. მომდევნო დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს პირი, რომელმაც მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, სახლში ხანძარი გააჩინა, კარი ჩაკეტა და მიიმალა. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი