სპეცოპერაცია თბილისსა და რუსთავში – ქურდული სამყაროს წევრობისთვის 3 პირი დააკავეს

დაკავება

თბილისსა და რუსთავში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს.

როგორც  შს სამინისტროში განაცხადეს, სამივე მათგანი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.

 სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარდა.

პოლიციელებმა ერთი პირი კერძო სახლის სარდაფში გახსნილ ავეჯის რესტავრაციისა და დამზადების საამქროდან გამოიყვანეს.

უწყება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

დაწერე კომენტარი