სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში – „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო დაკავებულია 20-მდე პირი

სამეგრელოს რეგიონში გასულ ღამე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო ფოთსა და სენაკში 20-მდე პირი დააკავეს.

ყველა მათგანის სახლში ჩატარდა. როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, ჩხრეკის დროს სამართალდამცავებს მართლსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ. მათ თქმით სახლებიდან ამოღებულია მეხსიერების ბარათები, მობილური ტელეფონები, საბანკო რეკივიზიტები.

დაკავებულები ზუგდიდში, სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს. დაკავებულებთან შეხვედრას ელოდებიან მათი უფლებადამცველები.

არსებული ინფორმაციით, მათ გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება.

loading...

პოპულარული

დაწერე კომენტარი