სპეცოპერაცია პანკისში – კობახიძე არ გამორიცხავს საკითხის განხილვა ნდობის ჯგუფის ფორმატში მოხდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პანკისის ხეობაში ცატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ნდობის ჯგუფის შეხვედრა შედგეს. ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები ანალოგიურ სიტუაციებში არის ძალიან სუსტი და ფუნქციების ეფექტურ გაზრდაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს:

შავი ჩაი ასკილით

„ნდობის ჯგუფი შეხვედრა უკვე შედგა, როცა საქმე ეხებოდა სპეცოპერაციას თბილისში. არც გამოვრიცხავთ, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებზე, მათ შორის პანკისში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია და ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტში ეს მექანიზმი უნდა იყოს აქტიურად გამოყენებული. რაც შეეხება საზედამხედველო ფუნქციებს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ მიმართულებით პარლამენტის რესურსები არის ტრადიციულად ძალიან სუსტი, ჩვენ გვჭირდება რესურსების განვითარება, რათა უკეთ განვახორციელოთ საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამბიცია და ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, სამი წლის თავზე, როდესაც ეს პარლამენტი ამოწურავს თავის უფლებამოსილებას, თვისობრივად განსხვავებულ ინსტიტუციას მივიღებთ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

"ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის აღარ არსებობს" - გიორგი შენგელაიას პირველი კომენტარი ივანიშვილის მიერ სტიპენდიის მოხსნაზე
"ტორმუზი და გაზი ამერიაო..."- პარლამენტთან ავარია მოხდა, ავტომობილი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა
როდის უნდა იბანაოთ თუ გინდათ, რომ სიყვარულში და ფინანსებში გაგიმართლოთ
"გაუნათლებელი კაცია, წიგნი მივუტანე, მითხრა ჩემი ცოლი წაიკითხავს და შინაარსს მომიყვებაო" - შენგელაია ივანიშვილზე
დაწერე კომენტარი