“სოცქსელების საშუალებით ტერორისტული იდეოლოგია აქტიურად ვრცელდება” – რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში?

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები

დეკემბრის მიწურულს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემის შეფასების მიზნით საქართველოს­ აშშ-ის სპეციალური ჯგუფი უახლოეს დღეებში ეწვეოდა. მისივე განმარტებით, აშშ-ის მთავრობას თავად მიმართა თხოვნით, სპეციალურ ჯგუფს გამოეკვლია, რა მიმართულებითაა აუცილებელი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება.

“კვირის პალიტრა” დაინტერესდა, ჩამოვიდა თუ არა აშშ-დან სპეციალური ჯგუფი და რა იქნება მათი შესწავლის ობიექტი. ინფორმაციის მოპოვება თავდაპირველად პარლამენტისგან ვცადეთ, თუმცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განგვიმარტა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არ არის ინფორმირებული­ და არც სამუშაო პროცესშია ჩართული, ინფორმაცია­ არა აქვთ პრემიერის ადმინისტრაციაშიც.

შს სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ამერიკის სპეციალური ჯგუფის შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება ამ ეტაპზე არა აქვთ, თუმცა მათი ჩამოსვლის საკითხი დღის წესრიგში აქტიურად დგას. “კვირის პალიტრას” ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა:

– ყველა ანტიტერორისტული ოპერაცია, 20 ნოემბრიდან დღემდე, ამერიკელი­ და სხვა დასავლელი პარტნიორების სპეც­­­ს­ამსახურების ჩართულობით განხორციელდა.­ ამერიკელები მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული­ ქვეყანაში საეჭვო პირების გადაადგილების საქმეში. ჩატაევის­ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ცნობა კი, ჩემი ინფორმაციით, ჩვენმა სპეცსამსახურებმა ისრაელისგან მიიღეს.­

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ვფიქრობ, ამერიკული ჯგუფი არამხოლოდ საქართველოს, მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების სისტემების შესასწავლად ჩამოდის და ეს მათი

ინიციატივა იქნებოდა.

– როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი სამუშაოები აზერბაიჯანის ან სომხეთის, ან თუნდაც რუსეთის საზღვართან?

– ბუნებრივია, ჩვენს მეზობლებს გაუჩნდებათ კითხვები, მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სირიაში მყოფ კიდევ ბევრ მებრძოლს გაუჩნდეს საქართველოში არალეგალურად შემოსვლის სურვილი.სწორედ ამიტომ, ამერიკის ინტერესებშიც არის, რომ რეგიონი მაქსიმალურად გააკონტროლოს…საქართველოს საზღვრის დაუცველობის საკითხი მთავარი გამოწვევაა – 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო­ ვართ და ჯერ კიდევ არ არის დემარკირებული და დემილიტირებული საზღვარი რუსეთთან, ასევე­ სომხეთსა და აზერბაიჯანთან. გარდა ამისა, დღესაც უამრავი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელზეც ქართული საგანმანათლებლო სისტემა არ ვრცელდება. არავინ იცის, რა ტიპის განათლებას იღებენ აღსაზრდელები. ასეთი ვითარება კი ნოყიერ ნიადაგს იძლევა ტერორისტული ჯგუფებისთვის. ბოლი პერიოდში გამოიკვეთა სოციალური ქსელების საფრთხეც, რომლის საშუალებითაც ტერორისტული იდეოლოგია აქტიურად ვრცელდება. ამას ქართველი სპეცსამსახურები მხოლოდ საკუთარი რესურსით ვერ გაუმკლავდებიან.

– რას შეცვლის ამერიკული ჯგუფის ჩამოსვლა საქართველოში?

– ბუნებრივია, ამერიკული ჯგუფი ჯადოსნური ჯოხით არ ჩამოვა, თუმცა ქართველ სპეცსამსახურებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ როგორც კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ასევე ტექნიკური აღჭურვილობითაც. სხვათა შორის, ბრიტანელებმა ჩვენი სპეცსამსახურებისთვის შექმნეს სპეციალური პროგრამა “კობრა”, რომელსაც აქამდე ეფექტურად იყენებდნენ, თუმცა მას თანამედროვე გამოწვევებთან ერთად დახვეწა სჭირდება. დიდი ალბათობით, ახლაც მსგავსი პროგრამა შემუშავდება სპეციალურად საქართველოსთვის.

kvirispalitra.ge

loading…

პოპულარული

ახალი სკანდალი მოზარდების მკვლელობის საქმეზე და მირზა სუბელიანის მუქარა ხელისუფლებას - "ორი ჩანაწერი უნდა და ოცნება აღარ იქნებით“ (ვიდეო)
"ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით... ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე...ცი... ვანოს თემა, მინდოდა ეს ტრ...ში შემეტენა?!" - მირზა სუბელიანის სკანდალური ჩანაწერი
"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ციხიდან - რატომ არ ითხოვს ყოფილი პრემიერი შეწყალებას პრეზიდენტისგან და რას ამბობს ის "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფაზე (ვიდეო)
დაწერე კომენტარი