სპეციალური ოპერაციების ძალებში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი მეთაური ჰყავს. პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შეცვალა. მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ლევან იზორიამ სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილ უფროსს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წელს ქვედანაყოფში რეგიონული პრინციპით რეორგანიზება იგეგმება.

კაცის მოსაცმელი

უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი რეფორმების შედეგად ამაღლდება სპეციალური ოპერაციების ძალების ნატოსთან თავსებადობა, ჩამოყალიბდება სპეციალური ოპერაციების ტაქტიკური ჯგუფები, რომლებსაც შტაბების კომპონენტების მეშვეობით ავტონომიური ოპერირების უნარი ექნებათ და სახმელეთო ჯარების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობებს ქმედით და ეფექტურ დახმარებას აღმოუჩენენ. აღნიშნული რეფორმების მიზანია მობილური, უფრო ბრძოლისუნარიანი დანაყოფების ჩამოყალიბება, ასევე მართვისა და კონტროლის სისტემის დახვეწა.

დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.

ღონისძიების დასასრულს საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ქოლინ ჯ. კილრაინი და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ვოისცეკ მარჰვიცა დაესწრნენ.

იტვირთება…

პოპულარული

„მინდა, ნუგზარ უბერმა და თემურ ტონიამ მიპასუხონ - რაში სჭირდებათ პატარა ბავშვების სიკვდილი?!“ - რაში ადანაშაულებს მცირეწლოვანი ბავშვის დედა ქართველ ექიმებს
"ჰეროკრატიაში" მონაწილეობისა და "ოცნების" მხარდაჭერისთვის მსახიობი სააკაშვილს ბოდიშს უხდის - რა უპასუხა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა
სექსუალურ ორგიებში მონაწილე ტურისტები დააკავეს ( ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად აიწევს - უახლესი დღეები პროგნოზი
დაწერე კომენტარი