“სოხუმი კი არ დაცემულა, ჩააბარა ძაღლმისაკვდომმა შევარდნაძემ და ფაქტებს ნუ ამახინჯებთ ამ უპიროვნო “დაცემულა”-თი”

ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

სოხუმი კი არ დაცემულა, ჩააბარა ძაღლმისაკვდომმა შევარდნაძემ და ფაქტებს ნუ ამახინჯებთ ამ უპიროვნო “დაცემულა”-თი. და ამაზე პასუხისმგებლობას იზიარებს ყველა, ვინც ის ამ ქვეყნის სათავეში მოათრია და მის ქმედებებს უჭერდა მხარს! ასე არ გამოვა, მარტო ედიკა იყო ყველაფერში დამნაშავე, სტალინმა მარტო დახვრიტა მილიონობით ადამიანი, და უახლოეს წარსულში ციხის მოვლენებზე მხოლოდ ხუთიოდე ჯალათი იყო თითქოს პასუხისმგებელი!

გაგახსენებთ ფაქტებს: 1992 წლის სექტემბერში რუსული მხარის შუამდგომლობით და გარანტიით შევარდნაძემ და აფხაზებმა გაგრის რაიონის დემილიტარიზაციაზე მოილაპარაკეს და იარაღი ჩააბარეს, რასაც, რა თქმა უნდა, რუსული მხარე უზრუნველყოფდა და აკონტროლებდა. შედეგი: ერთ თვეში განიარაღებულ ქართველებს გაგრაში შეუტიეს აფხაზებმა, ჩრდილო-კავკასიელმა ბანდებმა, კაზაკებმა და ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს…

პრაქტიკულად ზუსტად ერთი წლის შემდეგ შევარდნაძე ისევ დათანხმდა სოხუმის დემილიტარიზაციის რუსულ გეგმას, სოხუმიდან მოხსნეს და გაიტანეს მძიმე შეიარაღება, რასაც ისევ რუსები უზრუნველყოფდნენ და აკონტროლებდნენ, და კარგად გამაგრებული ქალაქი სანადირო თოფების და ავტომატების ამარა დატოვეს. შევარდნაძემ გასცა ბრძანება, ყველა ლტოლვილი სოხუმში დაბრუნებულიყო, თორემ ქალაქიდან ამოწერდნენ. პირველ სექტემბერს ბავშვებიც კი სოხუმში უნდა წასულიყვნენ სკოლაში, თორემ სკოლიდან გავრიცხავთო!!! გესმით, რაზეა ლაპარაკი?!

ასევე, ზუსტად ერთ თვეში, ბანდებმა და რუსულმა შენაერთებმა ქალაქს შეუტიეს, რუსმა “მშვიდობისმყოფელებმა” მხრები აიჩეჩეს და ქალაქი ქართველების სისხლით შეიღება!
შევარდნაძემ ალყაშემორტყმული სოხუმი რუსული სამხედრო ფლოტის კატარღით დატოვა. სწორედ ამ ფლოტს შეიყვანს სოხუმის დაცემიდან ერთ თვეში სამეგრელოში კანონიერ ხელისუფლებასთან საბრძოლველად “რუსების მიერ მოტყუებული” შევარდნაძე…

აფხაზეთიდან დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გალიდან და ოჩამჩირიდან გადმოვიდა სამეგრელოში. მათ, ვინც ვერ მოასწრო მდინარე კოდორზე გადმოსვლა, რადგან ხიდი აფხაზების ხელში აღმოჩნდა, წავიდა ზემოთ, ჭუბერზე, კოდორის ხეობის გავლით… ამ დროს დანარჩენ საქართველოში სვეცკურ-ბოზური კუტოკები აჯერებდნენ ჯოგს, გამსახურდიამ დევნილები სამეგრელოში არ შეუშვა და იმიტომ წავიდნენ კოდორის ხეობის საშინელ გზაზეო…

ჭეშმარიტად, ამათი მაცხოვარია ის ძაღლმისაკვდომი. სანამ ცოცხალი იყო, ამ ხალხის ფული აჭამა, მოკვდა და მერე მთელი ცოდვები იმას მიაწერეს 😉დარჩნენ თავად მდიდრები და უცოდველები… განა ტყუილად დააჩოქა ილია მეორემ რუსთაველზე?

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი