სოციალურ ქსელში ქალი უცნობ კაცს თავის შეყვარებულად ასაღებდა

შოტლანდიის მოქალაქე ენდრი ჯილლ შარპი 4 წლის განმავლობაში ატყუებდა მეგობრებს. ის სოციალურ ქსელში უცნობ კაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ტვირთავდა და მას თავის შეყვარებულად ასაღებდა. შარპს ამ საქმეში ფოტოშოპის ცოდნა გამოადგა –  „საერთო“ ფოტოებს მარტივად ქმნიდა და სოციალურ ქსელში დებდა. ამის შესახებ Daily Record-ი წერს.

cyc

შარპის მეგობრების ინფორმაციით, 4 წლის წინ 31 წლის შარპმა განაცხადა, რომ შეხვდა ვინმე გრემ მაკკეინს, ვისთანაც რომანი გააბა. მეგობრებს უკვირდათ, რომ სოციალურ ქსელში მათი ცხოვრება თავგადასავლებით იყო სავსე, მაგრამ სიცოცხლეში ეს წყვილი ერთად არავის უნახავს.

მეგობრებს ეჭვი გაუჩნდათ შარპის Twitter-ზე დადებული სურათის შემდეგ, სადაც წყვილი თითქოს ლონდონში იყო, მაგრამ ქალს საგაზაფხულო ტანსაცმელი ეცვა და გრემს – საზამთრო.

ნამდვილმა გრემ მაკკეინმა განაცხადა, რომ არ იცნობს შარპს და სხვა ქალზეა დანიშნული.

წყარო: http://imedinews.ge/ge/tabloidi/4458/sotsialur-qselshi-qali-4-tslis-ganmavlobashi-utsnob-katss-tavis-shekvarebulad-asagebda

რეკლამა

დაწერე კომენტარი