„ერთი მასწავლებელი მწვადებისთვის წავიდა, მეორე სელფით იყო დაკავებული“ – სოფი ნიკოლეიშვილის დედა

სოფის დედა

გასული წლის 26 მაისს, ლაგოდეხში ტრაგიკულად დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს პროკურატურამ ბრალი გულგრილობის მუხლით წარუდგინა.

გარდაცვლილი გოგონას დედა ლანა ნიკოლეიშვილი სწორედ აღნიშნულ პედაგოგებს ადანაშაულებდა შვილის გარდაცვალებაში.

შვილმკვდარი დედა, ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ბრალი სკოლის ხელმძღვანელობას და მასწავლებლებს მიუძღვის. მისი თქმით, წყალში შესვლის დროს, მის შვილს მასწავლებლები ყურადღებას არ აქცევდნენ.

​„ფაქტია, რომ არავის უნდოდა სოფის სიკვდილი, მაგრამ ერთ მასწავლებელს ბავშვები მიუტოვებია და შუა გზიდან დაბრუნებულა, რომ მწვადები შეეწვა. მეორემ მოსწავლეებს ყურადღება არ მიაქცია და სელფების გადაღებით იყო გართული. მე რომ იქ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა ეს ამბავი ჩემს თვალწინაც კი მომხდარიყო.

ბავშვი ზურგზე იწვა მუხლამდე წყალში და ისე მიუახლოვდა გადასავარდნ ადგილს, ვერც მიხვდა და გადაიტანა წყალმა, მაგრამ მე მაქვს პრეტენზია მასწავლებლებთან, რადგან ჩემი შვილი თურმე მარტო იყო წყალში. სხვებმა მანამდე იბანავეს. მარტო რომ არ ყოფილიყო, იქნებ ხელი წაევლო ვინმეს მისთვის!“ – ამბობს ლანა ნიკოლეიშვილი.

დაწერე კომენტარი