სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი

კახეთში, სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი, 1963 წელს დაბადებული პ.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ქვემო ბოდბეში, 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

მირზაანის გამგებლის, აკაკი თარაშვილის შვილი, 31 წლის კობა თარაშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაწერე კომენტარი