სოფელ ბროლოსანთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება – რა ხდება საოკუციო ხაზთან მდებარე სოფლებში

მანქანა

საოკუპაციო ღობეების დამონტაჟება  ჩორჩანაში წუხელ განახლდა და კვლავ გრძელდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” გადაღებული კადრებიდან ჩანს თუ როგორ გადაადგილდებოდნენ ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში. ცოტა ხნის წინ სოფელ ბროლოსანთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა. დავით ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტები ქართული საგუშაგოების მიმართულებით მიიწევენ და სავარაუდოდ ახალი საოკუპაციო ხაზის შიგნით მოექცე ქართული საგუშაგოები.


“უკვე დაწყებულია საოკუპაციო ღობეების მონტაჟი ჩორჩანის ტყის ნაწილში. მიმართულება ქართული საგუშაგოს მიმართულებითაა აღებული და ქართული საგუშაგო მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით და იძულებულები იქნებიან ჩვენი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომ დატოვონ ტერიტორია” – აცხადებს დავით ქაცარავა.

დაწერე კომენტარი