სოსო ფხაკაძე გახარიასთან შეხვედრის შემდეგ – ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი

სოსო ფხაკაძე

“ვისოლ ჯგუფისა” და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერი მხნედ გამოიყურება.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა, პანდემიის პირობებში მათ საჭიროებებზე სასაუბროდ..

„ასეთ შეხვედრებს სიკეთის მეტი არაფერი მოაქვს. როცა, მით უმეტეს, ღია საუბარია და აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩვენ ასევე გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით პრემიერს, მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო. კი, ჩვენ ვამხნევებდით, ბუნებრივია. მაგრამ პირდაპირ გვითხრა, რომ – გამხნევებული ვარ, კარგად ვარ, ფორმაში ვარ, – და ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაორდინარულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და ამაზეც იყო საუბარი“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

დაწერე კომენტარი