სოსო გოგაშვილის აღსარება – “პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღებები დააწინაურეს…ღარიბაშვილი, გომელაური და ორი პროკურორი გამოძიებას ხელოვნურად ბლოკავდნენ”

გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, სატელევიზიო სივრცეში დუმილს მეორედ არღვევს – გოგაშვილი ხსნის შანტაჟის საუკუნის საქმეს.ყოფილი მაღალჩინოსის თქმით, სოდი-ს, კ.უ.დ.ი. -ს და შსს-ს თანამშრომლები , რომლებიც პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და მღვდლებს საძინებელში უძვრებოდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაშებდნენ, დაააწინაურეს.
მისივე ინფორმაციით, 2012 წელს დაანონსებული დაჭერები იყო სრული სიცრუე და ბლეფი – მეტიც, “ოცნებამ” უფრო დიდ კაბინეტებში გადაიყვანა.
როგორც ირკვევა, ღარიბაშვილი, გომელაური და ორი პროკურორი ხელოვნულად ბლოკავდნენ გამოძიებას ,რათა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღებები არ დაესაჯათ და ხელბორკილები არ დაედოთ. უფრო ვრცლად იხილეთ დღეს, 8 საათზე, “ნოდარი ელაძის შაბათში”.

დაწერე კომენტარი