სომხეთში “ქურდული სამყაროს” აღსასრული იწყება?!

სომ­ხეთ­ში რე­ფორ­მე­ბის და­ა­ნონ­სე­ბი­სა და ყო­ფი­ლი თუ ჯე­რაც მოქ­მე­დი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ნაკ­ლებ რის­კი­ან საქ­მეს – ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას შე­უდ­გა.

“კვლავ პა­რა­ლე­ლე­ბი მე­ზო­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან, გზა, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ­მა ქვე­ყა­ნამ 15 წლის წინ გა­ი­ა­რა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა სომ­ხეთ­ში, სა­დაც ლა­მის ყვე­ლა ეზო­სა და სა­დარ­ბა­ზო­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი და “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ცხოვ­რობს…” – წერს სომ­ხუ­რი მე­დია და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც სტარტს იღებს.

“ქურ­დებს სი­ცო­ცხლე და გა­მარ­ჯვე­ბა!” – ეს არის ფრა­ზა, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის­თვის წლე­ბია აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს… მარ­თა­ლია, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი შემ­ცირ­დნენ, თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა ე.წ. ქურ­დე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ნი­ლა, – ბოლო წლებ­ში სომ­ხეთ­ში ბიზ­ნეს, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის “ქურ­დუ­ლად” გა­და­წყვე­ტა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გახ­და.

თუმ­ცა, ბოლო მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა სომ­ხეთ­ში “აყ­ვა­ვე­ბულ ქურ­დულ სამ­ყა­როს” წერ­ტი­ლი და­უს­ვას, – ქვე­ყა­ნა­ში დიდი წმენ­და იწყე­ბა” – წერს სომ­ხუ­რი მე­დია და დას­ძენს, რომ მათ ალ­ბათ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის მიერ გზა გაკ­ვა­ლუ­ლი ექ­ნე­ბათ.

ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი ელე­ნა ბა­ბა­ი­ა­ნი ახლა იქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს გა­ნი­ხი­ლავს და ამ­ბობს, რომ ახლა პო­ლი­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის მდიდ­რულ სახ­ლებ­ში რე­ი­დებს იწყებს.

“ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი 8 მა­ისს გახ­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ზუს­ტად ათი დღის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა “თა­ვა­ზი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი” და­ი­წყეს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით “ქურ­დე­ბის” სახ­ლში და მათ “პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­სა­უბ­რე­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზეს… სა­უბ­რის დე­ტა­ლე­ბი არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა, ავ­ტო­რი­ტე­ტებს აუხ­სნეს, რომ ახალ სომ­ხეთ­ში კო­დექ­სი მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა,” – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი ერევ­ნის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში შე­იკ­რიბ­ნენ..იხილეთ სრულა: ambebi.ge

loading…

პოპულარული

"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს - „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას საუბარი“
"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
„...კი, თავში ჩავარტყამთ...“ - ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერს „წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი