ახალი დეტალები-,,სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული”- კობაურის ადვოკატი

სმიტები

ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა.

ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანის არეში არ აღენიშნება არანაირი ძალადობის კვალი. მისივე თქმით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებულია 3-4 გასროლა.

„ბრალდების მიხედვით, თითქოს მოხდა ლორა სმიტის გაუპატიურება. ექსპერტიზის მიმართ იყო კითხვები აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს არ აღენიშნება უკანა ტანის არეში არანაირი ძალადობა. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვის მიმართ დაახლოებით 3-4 გასროლაა განხორციელებული, მათ შორის, ერთი მიბჯენით. ეს დაზიანებები სხვადასხვა ტრაექტორიიდან არის მიყენებული.

გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება. აქედან გამომდინარე საჭიროა შეწყლდეს გამოძიება კობაურის მიმართ. რადგან, ექსპერტიზის პასუხები სრულ წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების ვერსიასთან“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატების განცხადებით, ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ერთი, კომპლექსური ექსპერტიზა, რის შემდეგაც საქმე განსახილველად სასამართლოში წავა. წინა სასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

პოპულარული

"ეჭვი მქონდა, რომ რაღაც ხდებოდა..." - რას ჰყვება აღაიანში მოკლული ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე(ვიდეო)
"ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით...ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ" - რას წერდა ავარიაში დარუპული არჩილ კვაჭაძე მეუღლეს
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის ახლობლები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ვერ ვასრულებ დანაპირებს და ძალიან ბევრს ვტირი, ბოდიში რომ შენს გოგოსაც ვაწუხებ, მეშინია..." - ოზურგეთში, ავარიისას დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი