“აამოქმედეთ სმარტფონები და აიფონები – გახდით ერთი რუსთავი 2-ის ნაცვლად მილიონი რუსთავი 2 ” – ბაჩუკი ქარდავა

“ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აამოქმედონ სმარტფოები, აიფონები და არ გაატორონ არც ერთიპრობლემა .

“გავრილოვის სისხლიანი ღამის ერთი თვის თავზე მტერი შტურმზეა გადმოსული, თავისუფლების ციხესიმაგრე ალყაშია, შიგნით ჩვენები არიან! ნუ დავრჩებით მომლოდინეს პოზაში, კონტრშეტევის დროა! ბევრი რუსთავი2 გვექნება! აამოქმედეთ აიფონი თუ სმარტფონი და არ გაატაროთ არცერთი პრობლემა ქუჩაში, გადაიღეთ საყოველთაო სიღატაკის პირობებში, თბილისსა თუ რეგიონებში მოშლიგინე სამთავრობო ესკორტები, თქვენი ჯიბიდან მოპარული ბიუჯეტის ხარჯზე, ძვირადღირებულ მარკეტებში ბედნიერად მოსიარულე უმრავლესობისა და მთავრობის წევრები, რესტორნის კუპეებში დამალულად მოქეიფე ქართული ოცნების აქტივისტები, გახდით თითოეული თქვენგანი რ2, ვუპასუხოთ, ერთი რუსთავი 2-ის სანაცვლოდ მილიონი რუსთავი 2-ით! არ დატოვოთ არცერთი პრობლემა! ყველაფერი დააფიქსირეთ და დაყარეთ სოციალურ ქსელებში” – წერს ბაჩუკი ქარდავა სოცალურ ქსელში.

პოპულარული

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი