“სკოლაში მასწავლებლები და დირექტორები შეირჩევა მორჩილების უნარის მიხედვით… აბსოლუტურად მაჩანჩალაა ჩვენი სკოლა” – ბაია პატარაია

ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

აბსოლუტურად მაჩანჩალაა ჩვენი სკოლა. იცით რატომ? იმიტომ რომ სკოლა არის პოლიტიზირებული, ის აქტიურად ერთვება არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ. მისი მთავარი ფუნქციაა იყოს პარტიული მარიონეტი. სკოლაში მასწავლებლები და დირექტორები შეირჩევა მორჩილების უნარის მიხედვით და არა კვალიფიკაციის შესაბამისად. მუდმივად ვიქნებით ღატაკები და მაჩანჩალები, სანამ სკოლა არ გახდება დამოუკიდებელი და სწავლებაზე ორიენტირებული. დღეს სკოლას და მასწავლებელს (უმეტესობას) ფეხებზე ჰკიდია ბავშვი – დასჩხავის, დაჰყვირის, სცემს და ამცირებს მას და ვართ იქ, სადაც ვართ.

შეგახსენებთ:

რამდენიმე დღის წინ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018-ის შედეგები გამოქვეყნდა  საქართველო კითხვით უნარებში 80 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-8 ადგილზეა

დაწერე კომენტარი