“სკოლასთან გვხვდება და მეხმარება” – ვინ არის პატრული, რომელმაც უამრავი მშობლის მადლობა დაიმსახურა

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მადო გვა­თუა სოციალურ ქსელში თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მისი შვი­ლი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ლუ­კას, რო­მელ­საც აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბა აქვს, ყო­ველ დი­ლით, სკო­ლა­ში მის­ვლი­სას სწო­რედ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ხვდე­ბა და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მის­ვლამ­დე ეხ­მა­რე­ბა.

“მე და ლუკა მად­ლო­ბას ვუხ­დით, ჩვენ საყ­ვა­რელ პო­ლი­ცი­ელს გი­ორ­გის. ასე­ვე მად­ლო­ბა შსს-ს, ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის ინ­ტე­ლექ­ტი­სა და მო­რა­ლის მქო­ნე კად­რის­თვის… სკო­ლას­თან გვხდე­ბა ყო­ველ დი­ლით და ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. კარ­გი პო­ლი­ცი­ე­ლი. რაც მთა­ვა­რია ისე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ახერ­ხებს, რომ გე­გო­ნე­ბა ინ­კლუ­ზი­ის კურ­სე­ბი აქვს გავ­ლი­ლი” – წერს გვა­თუა. პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბას სხვა მშობ­ლე­ბიც გა­მო­ხა­ტა­ვენ.

“AMBEBI.GE”-ს ინფორმაციით, პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, 37 წლის გი­ორ­გი ჩი­ტა­ძეა. იგი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რი­გებ­ში 2006 წლი­დან ირი­ცხე­ბა.

“AMBEBI.GE”

პოპულარული

"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
8 დაშავებული და ერთი დაღუპული - შემზარავი ავარია გურიაში
დაწერე კომენტარი