მარიჯანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარიჯანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რამდენიმე ქუჩაზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს სკვერის განახლება მარიჯანის ქუჩაზე. ტერიტორიაზე აღდგა ქუჩის გამყოფი ზოლის სარწყავი სისტემა, ბილიკები კი ფილებით მოპირკეთდა. სკვერშიც სარწყავი სისტემა მოეწყო, დაიგო ბალახი და მიმდინარეობს აუზის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ძველ საბავშვო ატრაქციონებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ამჟამად ახალი საბავშვო მოედანი ეწყობა. მონტაჟდება ახალი საქანელები, ფანჩატურები, მიმდინარეობს სკამების მონტაჟი, დაიდგმება ახალი სანაგვე ურნები, დაირგვება მცენარეები. სკვერში უკვე დამონტაჟდა განათების ახალი ბოძები. პროექტის ღირებულებაა 260 000 ლარი.

შავი ჩაი ასკილით
loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი