რატომ გადაადგილდებოდნენ თბილისში თავისუფლად ტერორიზმში ეჭვმიტანილები და რა კავშირი ჰქონდა მათთან მაჩალიკაშვილს(ვიდეო)-სკანდალური მასალები

კურიერმა მოიპოვა ჩატაევის საქმის მასალები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სუს-ის გამომძიებლების სეიფში ინახებოდა. რას მიაგნეს, რა მასალები ამოიღეს და რაზე დაყრდნობით ამბობს ქვეყნის უშიშროება, რომ საქართველოში ტერაქტები იგეგმებოდა.

კაცის მოსაცმელი

სუს-ის მასალებში ასევე არის ჩატაევის კომპიუტერი, ჩატაევის წერილები რაზე მეტყველებს ჩატაევის სამალავი ტყეში და რატომ გააქრო სახელმიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიდეომასალიდან ერთ-ერთი მოწმე.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბერი გაბრიელი სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული პირები სპეცოპერაციამდე თბილისის ქუჩებში, მაღაზიებში, ბანკებსა და სავაჭრო ცენტრებში გადაადგილდებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი და ჩატაევის რაზმის წევრები ერთად ჩანან. ვიდეო ვაგზლის მოედანზე, სავაჭრო ცენტრ პასაჟის მობილური ტელეფონების მაღაზიებშია გადაღებული.

კადრებში კიდევ ერთი პირი ჩანს, რომელიც ჩატაევის თანამებრძოლებს ესაუბრება, თუმცა მისი სახე სუს-მა დაფარა.

კურიერის ინფორმაციით, ის ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელიც სამართალდამცველებს გაექცათ. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, მან საქართველოს სარფის საბაჟო პუნქტის გავლით დატოვა.

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ რამაზ მარგოშვილის მეუღლე ამტკიცებს, რომ ჩატაევის დაჯგუფების წევრები პანკისის ხეობაში შარშან ჩავიდნენ და ადგილობრივებს ტურისტებად გაეცნენ.

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაციის საქმის მთავარი მტკიცებულებები კურიერის ხელში რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა. რამდენიმესაათიანი ვიდეომასალის გარდა, სადაც ბრალდებულების ქუჩაში გადაადგილებაა გადაღებული, საქმეში დევს სარფის სასაზღვრო პუნქტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბრალდებულების მიერ საზღვრის კვეთა უნდა იყოს ასახული.

მტკიცებულებებს შორის ერთი წერილი რუსულ ენაზეა, კიდევ ერთი წერილი კი არაბულ ენაზეა დაწერილი.

საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცველებმა ბერი გაბრიელის ქუჩაზე ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს იმ მობილურის საგარანტიო ფურცელიც, რომელიც სპეცოპერაციამდე 9 დღით ადრე დაჯგუფების წევრებმა ვაგზლის ტერიტორიაზე იყიდეს, თუმცა, ალმოდებული სახლიდან, სადაც, თითქმის, ყველაფერი დამწვარია, საგარანტიო ფურცელი საქმის მასალებით უვნებელი გადარჩა.

იტვირთება…

პოპულარული

კინოს ცოცხალი ლეგენდა, ჯეკ ნიკოლსონი 81 წლის გახდა
პირდაპირი ეთერი - ერევანში ოპოზიციის ლიდერების დაკავებამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა
აშშ რუსეთის შეკავების მიზნით ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის დატოვებას აპირებს
ნიკარაგუაში ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მოკლეს
დაწერე კომენტარი