(ვიდეო)სკანდალი-4 მილიონი პირს, რომელმაც რუსეთის ჯაშუშობა აღიარა – ჯარისკაცების ეკიპირებასა და ტექნიკას თავდაცვის სამინისტრო „ენვერის“ მონაწილისგან ყიდულობს

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებდა და აღწერდა, როგორ გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს.

პეტრე დევრიშაძის კომპანია ქართულ ჯარს ამარაგებს. ამ კომპანიამ ყველაზე დიდი შეკვეთები მას შემდეგ მიიღო, რაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახდა.

პარლამენტის ნდობის ჯგუფში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებს აკონტროლებს, ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს საქართველოს წინააღდეგ იყოს გამოყენებული. დევრიშაძემ 2010 წელს თავად აღიარა, რომ რუსული სამხედრო დაზვერვის ჯაშუში იყო და რუსულ გრუს საქართველოდან ინფორმაციას გადასცემდა.

სტუდია მონიტორის გამომძიებელმა ჟურნალისტმა პეტრე დევრიშაძის ორი კომპანიის და საქართველოს ძალოვანი სამინისტროების კავშირი გამოიძიეს.

ირკვევა, რომ ტენდერებში პეტრე დევრიშაძე ორი კომპანიით მონაწილეობს – მარჯიო ელ ტე დე და გლობალ თრეიდ გრუპი. ერთ დევრიშაძეს ეკითვნის, მეორე მის ცოლს, თუმცა, იქაც დირექტორი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირია. ჯამში ამ ორმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო წლების განმაბვლობაში 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული ადამიანისაგან სანავიგაციო და მეტეოროლოგიური ხელსაწყოები 256,564.00 ლარად იყიდა. მისგან შეიძინა გასანათებელი მოწყობილობები სამხედროებისთვის 214,974.76 ლარად. ქართველი ჯარისკაცები ახლა დევრშაძის კომპანიისგან ნაყიდი ზურგჩანთებით და კარვებით სარგებლობენ, მან მიჰყიდა თავდაცვის სამინისტროს მფრინავის უნიფორმები.

2010 წელს პეტრე დევრიშაძის საქმეს პროკურორი ზვიად ფხაკაძე იძიებდა. დღემდე ის საქართველოს პროკურატურის გახმაურებული საქმეების გამომძიებელია.

ჯაშუშობის ბრალდებით სპეცოპერაცია ენვერის ფარგლებში გასამართლებული პირების ერთმა ნაწილმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს პროკურატურას მათი საქმეების გადახედვა და რეაბილიტაცია სთხოვა, მათ რიცხვში არ ყოფილა დევრიშაძე. გამოდის, რომ ის ისევ აღიარებს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას.

ერთადერთი, ვინც დევრიშაძესთან გასაუბრება შეძლო, სტუდია მონიტორისგამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძეა. მგელაძეს დევრიშაძემ მის ჯაშუშობასთან დაკავშირებულ კითხვებზე არ უპასუხა.

კურიერის კითხვებს არ უპასუხა არც თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორიამ მხოლოდ პრეს-მდივნის საშუალებით კურიერს აცნობა, რომ მას კანონი არ დაურღვვევია.

როგორც ცნობილია, დევრიშაძემ, თავდაცვის სამინისტროს ეკიპირების გარდა, კომპიუტერული ტექნიკაც მიჰყიდა.

კითხვას, არის თუ არა დაცული ის კომპიუტერი ტექნიკა და ნაწილები, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული დევრიშაძისგან ყიდულობს, ლევან იზორია უპასუხოდ ტოვებს.

პეტრე დევრიშაძის ჯაშუშობის ისტორია 2010 წელს მისი დაკავებიდან არ დაწყებულა. ასლან აბაშიძის მთავრობის შს მინისტრის მოადგილე, შალვა ბაკურაძე, ამტკიცებს, რომ თავის დროზე დევრიშაძე ასლან აბაშიძის აგენტი იყო და მას რეგიონის ლიდერი ცენტრალური ხელისუფლების წინააღდეგ იყენებდა.

თავდაცვის სამინისტროს გარდა, დევრიშაძის კომპანიისგან გიორგი გახარიას უწყებამ ვიდეორეგისტრატორები, სკუტერები და ნავები შეისყიდა, რაშიც სულ 173 ათას ლარი გადაიხადა.

პოპულარული

რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ის ჩვენი მეგობარი იყო " - ვინ არის ცნობილი ქალი, რომლის გამოც გიორგი მახარაძე და მარიამი ერთმანეთს დაშორდნენ (ვიდეო)
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
დაწერე კომენტარი