(ვიდეო)”სიხარულით ყვებოდა, როგორ დაურეკა ბეჟუაშვილმა ბერას და შეხვედრა დანიშნეს,აი, ამ მატყუარა… “-ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

ბიძინა ივანიშვილთან ერთერთი შეხვედრის დროს 2013 წელს, ის დაუფარავი ამპარტავნებით და სიხარულით ყვებოდა, როგორ დაურეკა ბეჟუაშვილმა ბერას და შეხვედრა დანიშნეს. აშკარად კმაყოფილი იყო, რომ წინა ხელისუფლების მხარდამჭერი ბეჟუაშვილი ახლა არათუ თვით მას, არამედ “პრინცსაც” კი ელაქუცებოდა, და თავი ისე ეჭირა როგორც ამ ქვეყნის ერთპირვნულ ბატონ-პატრონს. ჩვენთან იყო “პირველი სტერეოს” დამფუძნებელი და მეპატრონე დავით ზილფიმიანი, რომელიც მე მივიყვანე ივანიშვილთან და რომელსაც ბეჟუაშვილმა ნაცების დროს ტელევიზია წაართვა. ეგ პერპეტიები დეტალურად აღარ მახსოვს… როდესც ზილფიმიანმა ბეჟუაშვილზე საკუთარი მოსაზრება თქვა, მახსოვს, ივანიშვილს არ ესიამოვნა და შეეკამათა კიდეც მას. ჩანს, ბეჟუაშვილთან ურთიერთობების “დალაგების” პროცესში იყო.

აი, ამ მატყუარა ნაძირალას კისერზეა დღეს ტყიბულში კიდევ ოთხი დაღუპულის სიცოცხლე… ხელფასის მომატებას და პირობებს ვინ ჩივის, ელემენტარული შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ კანონმდებლბის მიღება რა გახდა?! მაგრამ განა ეკადრება ბეჟუაშვილისნაირებს ზედმეტი ორი კაპიკის დახარჯვა? მუშის სიცოცხლე უფრო იაფი აღარაა?!

 

loading…

პოპულარული

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ - რას ვერ პატიობს ივანიშვილი „ოცნების“ აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს
სამეგრელოში მესაფლავეებმა ერთი ქოთანი ოქროს მონეტები იპოვეს და ლომბარდში ჩააბარეს
"არანაირი დანაზოგი არ გვაქვს, საერთოდ უფულოდ ვრჩებით, მაინც მეფიქრება მომავალზე " - მაკა ჩიჩუა (ვიდეო)
"ცა ჩემომექცა... 18 წლის წარმატებული ფეხბურთელი ბიჭი იყო, რომელმაც პირველად მიიღო ნარკოტიკი, გასინჯა და თან გაგვიყოლა"
დაწერე კომენტარი