რა სიურპრიზებს უმზადებს ბავშვებს ნაძალადევის გამგეობა

ერთად აღვნიშნოთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 1 ივნისს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში ბავშვებისა და მოზარდებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართება. მათთვის საზეიმო განწყობის შექმნაზე ანიმატორები იზრუნებენ, გაიმართება კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები, მოეწყობა წიგნებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. ასევე პატარა სტუმრებს და მათ მშობლებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ახლადგახსნილი მედიათეკა. საინფორმაციო ტურის დროს მედიათეკის დამთვალიერებლები ყველა სიახლეს და შეთავაზებას გაეცნობიან. პარკში მისულ ყველა პატარას კიდევ ბევრი საჩუქარი ელის.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი გასართობი ღონისძიება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში 15:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

პოპულარული

მორიგი მწვავე კრიტიკა კონგრესიდან საქართველოს ხელისუფლებას - "გამოღვიძების დროა- საპროტესტო მუხტს საქართველოში ჩვენი დახმარება სჭირდება" - კონგრესმენი პიტ ოლსენი
ავტოკატასტროფა გორში, დაშავებულია 2 ადამიანი - უმძიმესი ვიდეო
ზურაბიშვილის წამოცდენა: პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია
"რა ჯანდაბაა ბოლოს და ბოლოს, “მუღამი” გაქვთ რომ მთელს მსოფლიოში მოგვჭრათ თავი?" - ანზორ ბიწაძე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე
პრეზიდენტმა ევროსაბჭოს ტრიბუნაზე მოიტყუა - ზურაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ჯერ კობახიძე გადადგა და პარლამენტთან შეტაკებები შემდეგ მოხდა
ჩინეთიდან დაბრუნებულმა 22 წლის გოგომ კლინიკას ვირუსის ნიშნებით მიმართა
რა ხდება რეალურად ჩინეთში? კორონავირუსით დატანჯული და ქუჩაში გარდაცვლილი ადამიანები - უმძიმესი ვიდეოკადრები
იუნა შაფათავა მანჰეტენზე გაშიშვლდა - „ქართველი ემიგრანტი ნიუ იორკში“
ბრიტანელ ტურისტს ტაილანდელ მეძავთან სექსის შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდა
დაწერე კომენტარი