რა სიურპრიზებს უმზადებს გლდანის რაიონის გამგეობა ბავშვებს

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 ივნისს 17:00 საათზე გლდანის პარკში გასართობი ღონისძიებები და მხიარული აქტივობები გაიმართება.

გლდანის პარკში ბავშვებს  ფერადი ბუშტები, ბატუტი სახის მოხატვა და მრავალფეროვანი ღონისძიება დახვდებათ.
მათ განწყობაზე ჩერლინდინგის მოცეკვავე გოგონები, ანიმატორები,ჟონგლიორები და ილუზიონისტები იზრუნებენ. ამასთანავე გაიმართება დრამ შოუს მხიარული მსვლელობა,თოჯინების თეატრის წარმოდგენა და კონცერტი.

დაწერე კომენტარი