„სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ბევრია“ – მეუფე იაკობის ხმაურიანი მინიშნება სინოდის წევრებზე

მეუფე იაკობი

პატრიარქის ეპისტოლეზე და მასში სიტყვის თავისუფლებაზე გაკეთებულ აქცენტზე განმარტებებს წმინდა სინოდის წევრები აკეთებენ. ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ პატრიარქის ეპისტოლეში ეს ჩანაწერი საპატრიარქოსა და წმინდა სინოდის წევრებს ეხება.

„უწმინდესი რაღაც პრობლემა რომ დგება ხოლმე ამბობს, რომ ჩვენში რაღაც შიდა დაძაბულობები არ იყოს, ალბათ უფრო ამაზე ჰქონდა აქცენტი.

ზოგადად სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ბევრია და ბევრს არასწორად ესმის. უცხოეთში სიტყვის თავისუფლება მასე არ განიმარტება და თავის შეზღუდვები მაინც აქვს,“-ამბობს მეუფე იაკობი.

კითხვაზე – ხომ არ ეხება ეპისტოლეში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი მედიასა და კონკრეტულად „რუსთავი2“-ს , მეუფე იაკობი ამბობს,რომ – არა.

„არავითარი, “რუსთავი2” ერთ-ერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალებაა და ვუყურებთ კიდეც, ყველა ვუყურებთ. ხან იმაზე გადავრთავთ, ხან ამაზე… იმიტომ რომ ცალსახად ერთ არხს უყურო, ერთ არხს დაუჯერო სჯობს…

ჩვენ საბჭოთა კავშირის პერიოდში ვცხოვრობდით და  სტრიქონებს შორის შეგვიძლია წავიკითხოთ და გავიგოთ. პატრიარქს უარყოფითი დამოკიდებულება არასოდეს ჰქონია, არც “რუსთავი 2”-თან და არც არავისთან“-ამბობს მეუფე იაკობი.

პოპულარული

,,სისხლის გუბეში ცურავდა და მაინც უმოწყალოდ ურტყამდა დანას, არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ'' - ხაშურში მომხდარი შემზარავი ფაქტის დეტალები
"ბექუ, შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი, გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ კაბაში...გავქვავდი..." - შოთო სიხარულიძის ემოციური წერილი
ხაშურში, 30 წლის ქალი სილამაზის სალონში ქმარმა დანით დაჭრა - ქალს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული
ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი