ლავროვის სიტყვით გამოსვლისას მაიკ პენსმა და პეტრო პოროშენკომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვეს

სერგეი ლავროვი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოხსენების დროს დატოვეს, – წერს უკრაინული მედია „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით.

მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინისა და შეერთებული შტატების მომხსენებლებმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრეს, ლავროვის მოხსენების წინ დარბაზი ჯერ პოროშენკომ დატოვა, რამდენიმე წუთში კი მაიკ პენსმა.

ამასთან, როგორც მედია წერს, თავის მხრივ, არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებოდა უკრაინის მომხსენებლის გამოსვლას, თუმცა დარბაზში რუსეთის დელეგაცია იჯდა.

 

დაწერე კომენტარი