(ვიდეო) სიტყვიერი დაპირისპირება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მირზა სუბელიანის სკანდალურ განცხადებებზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ კომიტეტის თავმჯდომარეს რეაგირება მოსთხოვა. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„მე გეკითხებით პარლამენტი რა როლს შეასრულებს ამ ავტომატჩიკიანებისგარიგებული პროკურორების ამ რაღაც საშინელებაში.

მაშინ, როდესაც თქვენი პარტიის ხელმძღვანელი იძახის, რომ ბავშვური ტრაგედია იყოო,  თურმე ამ ბავშვური ტრაგედიის უკან დგას კრიმინალური, მაფიოზური დაჯგუფება მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. თქვენა აქ მე მპასუხობთ, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. გეკითხებით, პარლამენტი სასწრაფოდ რას გააკეთებს იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ასეთ საშინელებას“ – მიმართა ხოშტარიამ სოფო კილაძეს.

კილაძემ კი ხოშტარიას კვლავ წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები შეახსენა:

„გეუბნებით პირდაპირ, რომ ეს არის პირველ რიგში გამოძიების პრეროგატივა, თქვენ რა პოლიტიკურ შეფასებას მისცემთ, ეს სიმართლე გითხრათ მეორე ხარისხოვანია.

„ახლა რომ გაგახსენდათ თურმე, რომ დამნაშავეები იყავით აქამდე სად იყავით? ხალხმა სწორედ იმიტომ  არ მოგცათ ხმა და გითხრათ უარი თქვენს პოლიტიკურ ძალას, რომ ასეთი უბედურებები ხდებოდა ქვეყანაში“- განაცხადა სოფო კილაძემ

საუბარია იმ სკანდალურ აუდიო ჩანაწერზე, რომელიც „რუსთავი2“-მა გუშინ გაავრცელა.ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლების არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.

loading…

პოპულარული

ვერაზე მომხდარ სროლას, წინ სისხლიანი გარჩევა უძღვოდა - დაჭრილია მამაკაცი, საქმეში კი სავარაუდოდ ექსპრეზიდენტის სიძის მეგობრები ფიგურირებენ
დაკეტილი ჯვრის მონასტერი - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მოწესრიგდეს გარე-მოვაჭრეთა საქმიანობა
უკრაინის ავტოკეფალიაზე სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე განცხადებას ინგლისურ ენაზე ავრცელებს
გადასახადის დაწესება ბიზნესისთვის - მოქალაქეები საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვენ
დასავლეთ საქართველოში შესაძლოა ციტრუსის ტონობით მოსავალი გადაყარონ - გლეხების განცხადებით მანდარინის 90% გაფუჭებულია
"ორი შვილი სახლში ელოდებოდათ... გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო" - ავარია გორის რაიონში ცოლ-ქმრის დაღუპვით დასრულდა (ფოტოები)
ვინ არიან 19 და 21 წლის ბიჭები, რომლებიც ქუთაისთან მომხდარ საზარელ ავარიას ემსხვერპლნენ - ფოტოები
"ჩემი ცოლი თუ მოგიყვანო ბოზიშვ…" - ვინ არის გინეკოლოგი თბილისიდან, რომელმაც სოციალური ქსელი ააფეთქა
"როგორი მახე დაუგეს ნარმოს..." - "მხოლოდ ქართულის" სკანდალური ნახევარფინალი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი