“სისხლი დაიღვრება, ესენი დასალეწები არიან დედაბუდიანად, მალე მოგიტ..ავთ დედას” – “ქართული ოცნების” წევრი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილებზე საუბრობს

„ესენი დასალეწები არიან დედაბუდიანად, სისხლი დაიღვრება, ეს ბოზბანდა ახალგაზრდა ნაცხროვა“ –  ამ სიტყვებით “ქართული ოცნების” რაჭის ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარე, ელიზბარ კობახიძე, რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს  ემუქრება. 

კობახიძე სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობით ემუქრება ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც რუსთაველზე, თითქმის ერთი თვეა, რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს და 20 ივნისის სისხლიანი დარბევის გამო შს მინისტრის გადადგომას ითხოვს.

კობახიძე სისხლის დაღვრით იმუქრება და ამბობს, რომ ყველას, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, დალეწავენ.

„აი, კოჰაბიტაციის ახლადგამოჩეკილი  ნაბიჭვარი ნაცები, სულ მალე მოგიტ..ავთ დედას, საქართველოდან გა..ჯმევები აქვთ. სოროსის ვირთხები, მტრები ქართული აზროვნების ფუნდამენტის და რელიგიის. სისხლი დაიღვრება და სათითაოდ გაგისწორდებათ ქართველი ერი. ჩვენ მყარ რწმენაზე აღზრდილი თაობა ამას არ დავუშვებთ დაგილეწავეთ და არ გაგატარებთ ქართველები, მოგზავნილოსოროსელებო,“- წერს კობახიძე.

ეს ელიზბარ, იგივე ბუტა კობახიძის პირველი მუქარა არ არის. ის ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობდნენ და აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

კობახიძე 22 ივნისს აქციაზე სტუდენტის სტატუსით მივიდა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიტიკოსების გასვლას ითხოვდა. ის ყვიროდა, რომ აქციაზე მისული ყველა პოლიტიკოსი კრიმინალია და მათ სიტყვით გამოსვლის უფლება არ აქვთ.

კობახიძე აქციაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვდა. ინციდენტიდან მალევე გაირკვა, რომ ელიზბარ, იგივე ბუტა კობახიძე „ქართული ოცნების“ წევრი, რაჭის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო და უფრო მეტიც, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ის ააიპ საფეხბურთო კლუბ “რაჭის” დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.

პოპულარული

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი