“სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანები კორონავირუსის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან“

ჩინელი მეცნიერების განცხადებით, სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანები ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე სისხლის უარყოფითი ჯგუფის მქონე პირები.

ჩინელმა მედიკოსებმა კვლევა 2000 პაციენტს ჩაუტარეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებში, რომელთაც სისხლის დადებითი ჯგუფი აქვთ, ვირუსი უფრო მწვავე ფორმით მიმდინარეობს.

“სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან რეკომენდაციები, რათა არ დაინფიცირდნენ. ინფიცირების შემთხვევაში მათ უფრო აგრესიული მკურნალობა სჭირდებათ“, – განაცხადა უხანის უნივერსიტეტის მკვლევარმა ვანგ ხინგუანმა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (“COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
წულუკიანს დავაწინაურებ - გახარიას პასუხი ბოკერიას
დაწერე კომენტარი