(ვიდეო)”კარიკატურული დიქტატურის სისხლიანი ჟანდარმი უნდა გადადგეს” – ნოდარ ინანეიშვილი

ნოდო ინანეიშვილი

აქცია-პერფორმანსი გმირთა მოედნის ესტაკადაზე – აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

“ეროვნუს-დემოკრატიული” პარტიის წევრი ნოდარ ინანეიშვილის თქმით, ოლიგარქის ჟანდარმიო გიორგი გახარია აუცილებლად უნდა გადადგეს.

მისივე განცხადებით ადამიანი, რომელმაც ანტიოსაოკუპაციო აქციაზე მდგომი ადამიანები დაასახიჩრა, თვალები დათხარა არ აქვს არანაირი პოლიტიკური, მორალური უფლება იკავებდეს შს მინისტრის თანამდებობას.

“დღევანდელი აქცია არის იმ აქციების გაგრძელება, რაც 20 ივნისის შემდეგ მიმდინარეობს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს. გახარია, რომელიც არის ოლიგარქის ჟანდარმი, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის მითითებებს. ადამიანი, რომელმაც ანტიოსაოკუპაციო აქციაზე მდგომი ადამიანები დაასახიჩრა, თვალები დათხარა არ აქვს არანაირი პოლიტიკური, მორალური უფლება იკავებდეს შს მინისტრის თანამდებობას. ახალგაზრდებისა და მთელი საზოგადოების ერთად დგომამ 20 ივნისის შემდეგ მოგვიტანა ის, რომ ივანისშვილი წამოვიყვანეთ დათმობებზე, მან გადააყენა კობახიძე, მოვიპოვეთ პროპორციული არჩევნები და გვჯერა რომ პროტესტი, რომელიც ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება მოიტანს იმას, რომ გიორგი გახარია აუცილებლად გადადგება” – აცხადებს ნოდარ ინანეიშვილი.

პოპულარული

სკანდალი: სალომე ზურაბიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალა
საკუთარი ძმის ქორწილში, ნინი ქარსელაძემ ყველა დაჩრდილა - რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი (ფოტოები)
17 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
თბილისში მამა 14 წლის შვილს ჯაჭვით აბამდა და ძალადობდა - საზარელი შემთხვევის ამსახველი ფოტო
დაწერე კომენტარი