სისხლიანი დაპირისპირება ახალციხეში – მეზობელმა ორი კაცი ნაჯახით დაჩეხა

საპატრულო პოლიცია

“სამხრეთის კარიბჭეს” – ს ინფორმაციით, ახალციხეში, სოფელ ანდაში მეზობელმა ორი კაცი ნაჯახით დაჩეხა

მეზობლების დაპირისპირების ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, ორივე დაშავებული შუახნის კაცია.

„ეს ბიჭი, რომელმაც ნაჯახი ჩაარტყა დაშავებულებთან მისულა კარტოფილის სათხოვნელად. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მისი თქმით, ადგილზე სასწარაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი იყო გამოძახებული. დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა და თბილისში გადაჰყავთ, მეორე კი ახალციხეში რჩება.

საავადმყოფოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.

პოპულარული

რიკოთზე მომხდარი საზარელი ავარიის ვიდეოკადრები
გააგრძელებს თუ არა გიორგი გაბუნია "რუსთავი 2"-ზე მუშაობას - პაატა სალიას განცხადება
რუსებმა მამისონსა და როკის გვირაბში დესანტი გადასხეს
თსუ-ს საპატიო დოქტორი, რომელმაც სტრასბურგში რუსთავი 2-ს ვერდიქტი გამოუტანა, აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად მიიჩნევს
დაწერე კომენტარი