სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში – არიან დაჭრილები, დაღუპულია ერთი ადამიანი

ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი ხოლო, დაშავებულია რამდენიმე პირი.

მომხდარის შესახებ ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ერთ-ერთით, სოფელ საკობიანოსთან შემთხვევა მანამდე არსებული ე.წ. ქუჩური გარჩევის გაგრძელებაა, ხოლო მეორე ვერსიით, ჰესების მშენებლობის საკითხს უკავშირდება.

როგორც პანკისის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ორ დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა, რომელიც წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდა, მისივე თქმით, არანაირი ჰესების კონფლიქტს მომხდართან კავშირი არ აქვს.

შემთხვევის დროს დაჭრილები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. “ნიუპოსტი” მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ფოტო არქივიდან

წყარო: ნიუპოსტი

დაწერე კომენტარი