
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – დაპირისპირების ეპიცენტრი ყაზბეგის 43 ნომერი იყო. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ერთმანეთს, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დაუპირისპირდა. კონფლიქტის დროს დაიჭრა ერთი ადამიანიც, თუცა ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღით ეს უცნობია.
შემთხვევის ადგილს, გვიან ღამემდე სწავლობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დრომდე უცნობია ამოიღეს თუ არა სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ან რამდენი პირი ფიგურირებს სისხლიან გარჩევაში.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქად დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.