სისხლიანი გარჩევა დიღომში – დაჭრილია 2 ახალგაზრდა

საპატრულო პოლიცია

დიღომში, გუშინ გვიან საღამოს ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

პოლიციაში შეტყობინება სამედიცინო დაწესებულებიდან შევიდა, სადაც ორი დაჭრილი შეიყვანეს. მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება წუხელვე გაეწიათ. ამ ეტაპზე დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

დანაშაულის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს. ფაქტზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, მეორე კი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.  

პოპულარული

კარასინი საქართველოს 3 პირობას უყენებს და უმაღლეს დონზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე საუბრობს
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
„მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!“- რა კავშირი აქვს "რუსთავი 2"-ს და ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას
"13 წლის გოგოს წელში მოხრილს დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო... ორი პატარა ბიჭი ბალახებს გლეჯდა, დაქირავებულები ვართო"
დაწერე კომენტარი