სისხლიანი გარჩევა დიღომში – არსებული ინფორმაციით, კაცი მეზობელმა იმის გამო დაჭრა, რომ არ მიესალმა

დაჭრა

სისხლიანი გარჩევა დიღომში – რამდენიმე წუთის წინ მეზობლებს შორის კონფლიქტი ფიზიკური დაპირისპირებითა და დაჭრით დასრულდა.

შუახნის მამაკაცმა მეზობელს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით  მიაყენა და მიიმალა. ამ დროისთვის დაჭრილი, კლინიკა “ლანცეტში” არის გადაყვანილი, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. 

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ დაჭრილი კაცი მეზობელს არ მიესალმა. სავარაუდოდ, კაცი  ცივი იარაღით დაჭრეს. 

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და საპარტულო პოლიცია და ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს.

დაწერე კომენტარი