“სირცხვილით როგორ გვილოცავ ახალ წელს!” – ახალგორელები ბიბილოვს დაუპირისპირდნენ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი გუშინ ახალგორის რაიონში მოსახლეობას შეხვდა. ახალგორელები მას ეკითხებოდნენ საბოლოოდ როდის გახსნის დე-ფაქტო ცხინვალი გზას, რათა მათ შეძლოს სამკურნალოდ წასვლა და ახლობლების ნახვა. ბიბილოვმა თქვა, რომ ამ საკითხით ოფიციალურ თბილისს მიმართოს, რომელმაც მისი თქმით, პოლიციური პოსტი დაიკავა სოფელ წნელისში. 

„სირცხვილით როგორ გვილოცავთ ახალ წელს ჩემნაირ ავადმყოფებს. როგორ გვილოცავთ, რომლებიც ვერ გავედით სამკურნალოდ. მე ონკოლოგიური პაციენტი ვარ, ჩემი მეუღლე გულით არის ავად”, – განაცხადა ერთ-ერთმა ახალგორელმა ქალმა, რაზეც ბიბილოვმა უპასუხა, რომ გულწრფელად ულოცავს მათ და მათივე ნებაა, მიიღებენ თუ არა მის მოლოცვას.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც განაცხადა, რომ ის 77 წლისაა, თქვა რომ სამი ვაჟი ჰყავს და ყველა მათგანი საქართველოში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია თავისი სიცოცხლე ისეთი, რომელშიც შვილებს ვეღარ ნახავს. თუ ამისათვის საჭიროა „სამხრეთოსეთულ მოქალაქეობაზე“ უარის თქმა, ის მზადაა დატოვოს პასპორტი. 

ამაზე ბიბილოვს დაუნდობელი პასუხი ჰქონდა: „ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბევრი ადამიანისთვის სამხრეთ ოსეთი სამშობლო არაა და ისინი მას არ ღებულობენ. თქვენი ნებისმიერ გადაწყვეტილება სწორი იქნება, მაგრამ თქვენი დემარშით მე ვხვდები, რომ თქვენთვის სულერთია იმ ადამიანების ბედი, რომლებიც წნელისში ცხოვრობენ. მტკივა, რომ თქვენს სიტყვებზე დღეს აქ აპლოდისმენტები ისმის. გააკეთეთ რაც გინდათ, დატოვეთ პასპორტი“, – განაცხადა ბიბილოვმა.

შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და ბევრმა ადამიანმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

loading...

პოპულარული

"გიორგი ვაშაძის კანდიდატურა განხილული არ ყოფილა და დიდი ალბათობით, არც მომავალში განიხილება"- ქარდავა საარჩევნო გეგმებზე
"ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი ვაშაძე პრემიერის პოსტზე არ განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული" - უდუმაშვილი
"თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, შეთანხმება ივანიშვილის მიერაა ჩაშლილი" - გიგა ბოკერია
"8 მარტის შეთანხმების ყვცელა პირობის დაცვა იქნება არჩევნების ლეგიტიმაციის წინაპირობა"- ლევან ბეჟაშვილი
"წულუკიანი საარჩევნო სიის თავში კარგი საჩუქარია ოპოზიციისთვის... ჩათვალეთ, რომ სულ მცირე 10% დაკარგული ექნება "ოცნებას" - რომან გოცირიძე
თამო ვარშალომიძე ორსულადაა- ვისგან აჩენს ბავშვს ქართველი სექს სიმბოლო(ვიდეო)
1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
"მცემეს... ძმაო, ასფალტზე მარტყმევინეს სახე" - ქუთაისში, პოლიციის მიერ მამაკაცის სასტიკი დაკავების კადრები
ვინ დაითვლის ოქტომბერში წიწილებს და იქნება თუ არა ოპოზიციის მაჟორიტართა სიაში ანზორ ბიწაძე - "ივანიშვილის საარჩევნო სურვილებს, რომლის წინააღმდეგაც 11 ამერიკელი კონგრესმენი ითხოვს სანქციების დაწესებას, განხორცეილება არ უწერია"
დაწერე კომენტარი