(ვიდეო)”მოუსმინეთ ამ გოგოს ვლოგს და მერე ჩახედეთ ქართველების ფაშისტურ კომენტარებს. პირადად მე, სირცხვილით დავიწვი”

ნიკა გვარამია-სომეხი ჟურნალისტი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად სომეხი გიდის ვიდეოს ეხმაურება:

ნამდვილად სასაცილო და დასაცინია სომხების ისტორიული მიმთვისებლობა, ხან რუსთაველს რომ აცხადებენ სომხად და ხან ელისაბედ პირველს.

მაგრამ,

აი, ვინ ვინ, და ქართველები რა ნამუსით დავცინით, ვერ გავიგე. ერი ჩვენივე შექმნილი მითოსის ტყვეობაში ვცხოვრობთ (სკოლაშიც მითოლოგიზირებულ საქართველოს ისტორიას გვასწავლიან), რომ მსოფლიოს ჭიპი ვართ, მეორედ მოსვლისას ყველა ქართულად ილაპარაკებს, ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ (რაც ჩვენივე მართლმადიდებელი საეკლესიო დოგმატიკის თანახმად სისულელეა), რომ ყველაზე ლამაზი ბუნება გვაქვს და ბორჯომი მსოფლიოს საუკეთესო მინერალური წყალია. ჰელიოცენტრული სისტემა ლამის გეორგიაცენტრულად გამოვაცხადოთ და სომხებს დავცინით, რომლებიც, თუ გაინტერესებთ, პირველი ქრისტიანი ერია მსოფლიოში (სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა პირველად სომხეთში გამოცხადდა), რომის პროვინცია იყო თავისი მმართველით (ჩვენ – არასდროს), კილიკიაში უზარმაზარი სამეფო ქონდათ და დიდი არმენია საქართველოს ისტორიულად მაქსიმალურ ტერიტორიას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

უდიდესი და უძველესი კულტურის ხალხია (ისევე, როგორც ჩვენ. თუმცა, ჩვენ რუსთაველი გვყავს და კოსმიური ხალხური მრავალხმიანობა გვაქვს ჩვენზე უკეთესად ვაჭრობენ, ბატონო, ნამდვილად, და ეთნიკურად სომეხი ბურჟუაზიის გაშენებულია, თუკი რამე ლამაზია თბილისში.

ხოდა, ახლა მოუსმინეთ ამ გოგოს ვლოგს, სადღაც, შესაძლოა, არაკორექტულს, მაგრამ ჯამში სრულიად ნორმალურს და კეთილგანწყობილს, და მერე ჩახედეთ ქართველების ფაშისტურ კომენტარებს. პირადად მე, სირცხვილით დავიწვი.

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი