სინოდმა გადაწყვიტა, რომ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს აეკრძალოს მღვდელმსახურება და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად

წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე გათავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან, აეკრძალოს მღვდელმსახურება, გათავისუფლდეს წმინდა სინოდის წევრობიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად, – ამის შესახებ წმინდა სინოდის მდივანმა, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა.

„წმინდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე, რომელსაც დღემდე შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და გრძელდება ეს შეჩერება. სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღძრას შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან მისი შეწყალების საკითხზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახის რთული მდგომარეობის გათვალისწინების გამო. ასევე წმინდა სინოდმა ერთხმად მიმართა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, რომ მას პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ხშირი ცილისწამებების გამო, გამოეთქვა სინანული, რაზეც მან უარი განაცხადა და დაემუქრა ეკლესიას კვლავ მხილებით, რის გამოც, მის მიმართ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე გათავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან, აეკრძალოს მღვდელმსახურება, გათავისუფლდეს წმინდა სინოდის წევრობიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად. ეს არის ის ორი უმთავრესი საკითხი, რაც სინოდმა დაადგინა და დანარჩენს განჩინებაში იხილავთ“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“. ამასთან, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

პოპულარული

ავიაკატასტროფაში კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა
მერაბ სეფაშვილის მეუღლე რეანიმაციაში მოათავსეს
თბილისში ძაღლის ანტიპარაზიტული პრეპარატი "ბარსი" ბავშვზე გამოიყენეს - 7 წლის ბიჭი კომაში ჩავარდა
"წყვილს გუ­შინ ქა­ლიშ­ვი­ლის იუ­ბი­ლე ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში აღ­ნიშ­ნეს..." - ვინ არიან ავარიის შედეგად გარდაცვლილი მამა და სამი შვილი
დაწერე კომენტარი