“სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ” – ირაკლი კობახიძე არ აკონკრეტებს თუ რატომ უსაყვედურა პრემიერმა მიმოწერაში

კვირიკაშვილი, ივანიშვილი, კობახიძე

“კარგად არის ყველაფერი, სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ სხვებიც დაამშვიდოთ,“- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას თუ რატომ საყვედურობდა მას პრემიერი კვირიკაშვილი მიმოწერაში, რომელიც მმართველი გუნდის საერთო ჩათში გაიგზავნა.

ირაკლი კობახიძემ მიმოწერის შესახებ კომენტარი არ გააკეთა და არ დააკონკრეტა თუ რატომ უსაყვედურა მას გიორგი კვირიკაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ „კურიერს“ ხელში ჩაუვარდა პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. მესიჯებიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი დაპირისპირებაა.

პოპულარული

,,სისხლის გუბეში ცურავდა და მაინც უმოწყალოდ ურტყამდა დანას, არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ'' - ხაშურში მომხდარი შემზარავი ფაქტის დეტალები
"ბექუ, შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი, გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ კაბაში...გავქვავდი..." - შოთო სიხარულიძის ემოციური წერილი
ხაშურში, 30 წლის ქალი სილამაზის სალონში ქმარმა დანით დაჭრა - ქალს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული
ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი