მეცნიერებმა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლის მეთოდი იპოვეს

აშშ-ის ცინცინატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს მეთოდი, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ ადამიანის იმუნურ სისტემას, ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში სამედიცინო ჩარევის მეშვეობით. მასალა ამის შესახებ პორტალ MedicalXpress-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ნივთიერება ადენოზინი, რომელიც სიმსივნურ ქსოვილებში გროვდება, ახშობს Т-ლიმფოციტების მოქმედებას, რომლებიც სიმსივნისაგან დაზიანებულ უჯრედებს კლავენ. ადენოზინი ამცირებს მემბრანული ცილის გამომუშავებას კალიუმის არხ КСа3.1-ში, რის გამოც Т-ლიმფოციტები ვერ აღწევენ ახლადწარმოქმნილ სიმსივნურ უჯრედებში და ვერ ასრულებენ თავის ფუნქციებს.

ამასთან ადენოზინი ითვლება იმუნუნური სისტემის დამცველად, თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ნივთიერება გარკვეულწილად აფერხებს ლიმფოციტების მოქმედებების ეფექტს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ თუ შეიქმნება პრეპარატი, რომელიც ხელს შეუწყობს კალიუმის არხ КСа3.1-ის “გამტარობის” აღდგენას, ის იმუნომოდულატორებთან ერთად შესძლებს აამაღლოს სიმსივნის მკურნალობის ეფექტურობა.

“ნიუპოსტი”

დაწერე კომენტარი