„სიმართლეს არ შეესაბამება, რომ თითქოს გველის საპოვნელად აქ ევაკუაცია გამოცხადდა და რაღაცების დანგრევა მოუწიათ“ – დაკარგული პითონის მეპატრონე

პითონი

24 წლის გიორგი კინოიანი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია. გუშინ მან საკუთარი კაბინეტიდან პითონის ჯიშის გველი დაკარგა. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, დაკარგული გველი სპეციალურმა სამსახურმა იპოვა, თუმცა თავად გველის მეპატრონე ყვება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„როდესაც გველი დაიკარგა დავრეკე 112-ში, სადაც გადამამისამართეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში. ბიჭებს, ვინც ადგილზე მუშაობდნენ მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გველის საპოვნელად ევაკუაცია გამოცხადდა და აქ რაღაცების დანგრევა მოუწიათ სიმართლეს არ შეესაბამება“, – ყვება „პრაიმტაიმთან“ გველის მეპატრონე.

დაწერე კომენტარი