სექსუალური შევიწროების ბრალდება – ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ომარ მახარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

„მოვითხოვთ შეუჩერდეს უფლებამოსილება სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს“, – ეს განცხადება, დღეს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა გააკეთეს.

ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საკრებულოს წევრი და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. მოთხოვნა დღეს ბათუმის საკრებულოში არ დაკმაყოფილდა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მათი კოლეგა მივლინებაშია, მასთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცემიათ და გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეჩერება მიზანშეწონილი არ არის.

სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 19 წლის გოგოს მტკიცებით, მან ინტიმური ფოტოების გადაღება ორი კვირის წინ მოსთხოვა.

მეორე კურსელმა ლექტორის გარყვნილი ქმედების შესახებ სამართალდამცველებს და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატს აცნობა. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პროფესორს სტუდენტებთან ურთიერთობა დროებით აუკრძალეს.

უნივერსიტეტის ლექტორი და საკრებულოს წევრი სტუდენტის ბრალდებას უარყოფს.

პოპულარული

"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
8 დაშავებული და ერთი დაღუპული - შემზარავი ავარია გურიაში
დაწერე კომენტარი