სესიაშვილი: დღეში 100-150 დანაშაული ხდება და თუ ყველას გააშუქებთ, მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა

ირააა

დღეში დაახლოებით 100-150 დანაშაული ხდება და თუ მედია ყველას გააშუქებს, მერწმუნეთ, რომ მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

“ძალიან რთულია, მოსახლეობას ესაუბრო კრიმინოგენურ სიტუაციაზე, როდესაც ყოველდღიურად ეთერში უყურებს სხვადასხვა კონკრეტულ ფაქტებს, მათ შორის მკვლელობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ა.შ. დღეში დაახლოებით 100-150 დანაშაული ხდება და თუ ყველას გააშუქებს, მერწმუნეთ, რომ მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა.

მაგრამ, არის კიდევ სტატისტიკა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა და ამ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულებები ქვეყანაში წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით შემცირდა 2,5-ჯერ, 3-ჯერ…” – განაცხადა სესიაშვილმა.

დაწერე კომენტარი