სერიალი „კურიერის“ ნაცვლად – „რუსთავი2„-ზე 9 და 10-საათიანი საინფორმაციო გამოშვება არ გავიდა

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ დილის ცხრა და ათ საათზე ეთერში არ გასულა.

მიუხედავად იმისა, რომ ბადეში კურიერი იყო მითითებული, მის ნაცვლად ეთერში სერიალი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ  ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გუშინ არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ტელეკომპანიის სხვა ცნობილი სახეები გაუშვა.

კურიერის ბოლო გამოშვება გუშინ, 20 აგვისტოს საღამოს ცხრა საათზე გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.

კურიერი ეთერში დღეს დილითაც არ გასულა.

პოპულარული

15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
"პუტინმა ივანიშვილს უთხრა: თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატოზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ანექსიას" - სააკაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი