სახლში 20-კაციანი სუფრა საჭირო არაა, ეპიდემიის ჩავლის მერე მე დაგპატიჟებთ, ერთად წავიდეთ სადმე, სიამოვნებით ვიმხიარულოთ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელძე აცხადებს, რომ სოციალური დისტანცურება სრულად ჯერ კიდევ არ არის დაცული.

მისი თქმით საჭირო არ არის20-კაციანი სუფრები სახლში. გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ინფექციისგან ტავის დასაცავად 2 თვე გაიჭირვონ.”სრულად კიდევ არ არის დაცული სოციალური დისტანცირების მოწოდებები. ლისის ტბაზე, კუს ტბაზე დარბიან კიდევ. 5-5 10-10 ადამიანი იკრიბება. არ არის საჭირო ეს ერთი თვე სახლებში 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები. გვიყვარს, რა ჯობს, მერე მე დაგპატიჟებთ, ერთად წავიდეთ სადმე როცა დამთავრდება ეს ეპიდებია. სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ, ახლა თვენახევარი, ორი თვე გავიჭირვოთ სულ ყველამ. ვიყოთ იზოლირებულნი, განსაკუთებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე ახლა არ შემიძლია, თორემ სიამოვნებით.” – განაცხადა გამყრელიძემ.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი