სახლში თქვა, რომ ფულის ასაღებად მიდიოდა – 26 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

საპატრულო პოლიცია

26 წლის ბიჭმა მარნეულის მუნიციპალკტეტის სოფელ სადახლოში თავი მოიკლა.

ინფორმაციას რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოფელ სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატი როვშან ისკანდაროვიც ადასტურებს. მისი თქმით შემთხვევა 15 ივლისს მოხდა. იმ დღეს 26 წლის ახალგაზრდამ სახლში თქვა, რომ ფულის ასაღებად მიდიოდა. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
გარდაცვლილის ცხედარი მეორე დღეს, 16 ივლისს მისი ძმის მშენებაე სახლში იპოვეს.

მარნეულის საკრებულოს წევრმა ასევე თქვა, რომ ახალგაზრდა პოლონეთში მუშაობდა და იქ წასვლას კიდევ აპირებდა.

როგორც რადიო „მარნეულს“ შსს-ში განუცხადეს, გარდაცვლილს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება და ამ ეტაპისთვის მამაკაცის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტრდება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 115-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

loading…

პოპულარული

რობოტი, რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს, უკვე საქართველოშია, მისი წარმოება აქტიურად დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას საკითხს შეეწირა - რა ინფორმაცია ვრცელდება "ოცნების" კულუარებიდან
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
„თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მე ვეცდები დავტოვო საქართველო“- მეუფე ანტონი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი