„სახლიდან გამოსვლისას შავი მაისური ეცვა, გარდაცვლილი კი თეთრ მაისურში იპოვეს“ – ბაჩალიაშვილის დედა

დედა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გარდაცვლილი გოგოს დედა თეონა თამაზაშვილი „პოლიტმეტრთან“ ჰყვება თამარს სახლიდან გამოსვლისას შავი ფერის მაისური ეცვა. ხოლო, როდესაც გოგონა იპოვეს მას თეთრი ფერის მაისური ეცვა.

„ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

დაწერე კომენტარი